← მთავარი
სამართალი

„ეს კადრები რეალობის ზღვაში წვეთია... როდემდის მონობა?!“ - არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა “მელაძის შაბათის” ანონსზე

13 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ეს კადრები რეალობის ზღვაში წვეთია... როდემდის მონობა?!“ - არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა “მელაძის შაბათის” ანონსზე

ძალიან მძიმეა, მაგრამ ეს კადრები რეალობის ზღვაში წვეთია… - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა “ნოდარ მელაძის შაბათის” ანონსში გასულ კადრებს, სადაც პოლიციის განყოფილებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობსი ფაქტებია ასახული.

სასულიერო პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ხშირად დუმილით, მოძალადეთა ქებითა და მათთვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით ხვდება საზოგადოების ნაწილი.

როდემდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!” - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

ძალიან მძიმეა ამ კადრების ყურებაც, გაზიარებაც და ამაზე რამე ახლის თქმაც… გიკვირთ ვინმეს? სამწუხაროდ, რომ არა. ეს კადრები რომ რეალობის ზღვაში წვეთია ესეც კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ მაინც ხან დუმილით ვხვდებით, ხან მოძალადეთა ქებითა და მათთვის ჯილდოების გადაცემაში ტაშის კვრით, ძალაუფლების მქონე ხალხთან კიდე უფრო დაახლოებით და მრავალი მერკანტილური დამოკიდებულებით… რა დაგვემართა ასეთი ერს? რამ დაგვაჩლუნგა ისე, რომ ძალადობაზე უარის თქმაც მტრობად შეგვირაცხავს და მოძალადეთა მხარეს დგომა კი გმირობად… საკმაო ხანია არაფერი დამიწერია, და არც ამით ვწერ რამე ახალს, მაგრამ როდემდის? როდემდის ჩვენი უგულობა, როდემდის ჩვენი სიბოროტე? როდემდის მონობა?!” - წერს არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.

“ნოდარ მელაძის შაბათმა” პოლიციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრები გაავრცელა - (ეს მხოლოდ ანონისია, ვრცლად ყველაფერს დღეს 20:00 საათზე ტვ პირველზე იხილავთ) გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, წამების კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო ჩათში აგზავნიდნენ, ხოლო პირი რომელმაც ეს ჩატი გატეხა და ფაილები გადმოწერა, დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ “შაბათის ეთერის” ანონსის შემდეგ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა.  უწყების მტკიცებით, საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

შს სამინისტროს განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს თითქმის 4 წლის განმავლობაში გამოუძიებელი იყო. კადრების ფიგურანტები, კი 2026 წლის 23 თებერვალს დააკავეს.

← მთავარი