← მთავარი
სამართალი

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

პარტია დროას ცნობით, პენიტენციურმა სამსახურმა ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი ციხეში არ შეუშვა და დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა. ხოშტარიას ადვოკატის თქმით კი, განაცხადი სწორედ იმ ფორმით შეიტანეს, რა ფორმითაც პენიტენციურმა სამსახურმა ითხოვა.

პარტიის შეფასებით, “ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა”, ასევე, “პროცესის აბსოლუტურად შეგნებული დაზიანება და გაჭიანურება”.

“გუშინ ელენე ხოშტარიას ადვოკატი შოთა თუთბერიძე და მისი ნდობით აღჭურვილი ექიმი, ანი ქავთარაძე შეხვდნენ მეხუთე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მთავარს ექიმს. მათგან მიიღეს პირობა, რომ ელენე ხოშტარიას მკურნალი ექიმი, რევმატოლოგი მას მოინახულებდა დღეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიტანეს განცხადება მითითების შესაბამისად, დღეს, დღის მეორე ნახევარში, მივიღეთ პასუხი, რომ რაღაც დამატებითი დოკუმენტაცია არის საჭირო კიდევ იმისთვის, რომ ელენე ხოშტარია მოინახულოს მკურნალმა ექიმმა…

… ეს არის იმ მიდგომის  გაგრძელება, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში იყენებს პენიტენციური დაწესებულება და რეჟიმი ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ არაფრად აგდებენ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მათთვის სულ ერთია ელენეს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობვა და კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ მათ დაარღვეს თავიანთივე გაცემული პირობა მკურნალი ექიმის დაწესებულებაში დაშვების შესახებ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს, ეს არის აბსოლუტურად რუსული მიდგომა, რომ ისინი მიცემულ პირობებს არღვებენ,  უარს აცხადებენ მკურნალი ექიმის შეშვებაზე დაწესებულენაში, რაც არის ერთადერთი გზა, რომ ექიმმა გასინჯოს პაციენტი, დადგინდეს დიაგნოზი და დაიწყოს მკურნალობა, რომელიც არ იქნება ფრაგმენტული, რომელიც იქნება შედეგზე ორიენტირებული და სისტემური.

ელენეს აქვს უმძიმესი ქრონიზებული ტკივილი, ეს უთანაბრდება წამებას ციხის პირობებში და ეს წამება გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ დღეს ელენე უნდა მოენახულებინა საკუთარ მკურნალ ექიმს” - თქვა გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე.

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება 24 ივნისს ელენე ხოშტარიას ციხეში მოინახულებს მისი მკურნალი პროფილური ექიმი – დროა რეჟიმის პატიმრის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

შოთა თუთბერიძის განცხადებით, კონსულტაცია გაიარეს თურქეთში ხოშტარიას მკურნალ ექიმებთან, რომელთა შეფასებითაც, “სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება”.

ადვოკატის განცხადებას პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და დაწერა, რომ თუთბერიძის განცხადება დეზინფორმაციაა და ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა “რაიმე სახით ან ფორმით” არ გაუარესებულა.

უწყება წერს, რომ ხოშტარია ყველა სამედიცინო სერვისით სარგებლობს.

პენიტენციური: ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა თავის მხრივ, პენიტენციური სამსახურის განცხადებას ელენე ხოშტარიას პარტია დროამ უპასუხა.

პარტიის განცხადებით, ხოშტარიასთან კომუნიკაცია დაწესებულების ექიმმა და დირექტორმა ადვოკატის პრესკონფერენციის შემდეგ დაამყარეს. პარტია დროა პენიტენციურ სამსახურს ტყუილში ადანაშაულებს.

“დროა” პენიტენციურს: ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, პასუხი გაეცით ადვოკატის წერილს შეგახსენებთ, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის “დაზიანებისთვის” პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა 24 მარტს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა.

← მთავარი