ჩოხატაურში 35 წლის ზურა რაზმაძე სასიკვდილო ჭრილობებით მოკლეს — ეჭვმიტანილი პირდაპირ დააკავეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში 35 წლის ზურა რაზმაძე ჩხუბის შედეგად ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა. მსხვერპლი ადგილზევე გარდაიცვალა; ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს: „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით ერთი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.”
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ ზურა რაზმაძე უკონფლიქტო ადამიანი იყო: „შოკში ვართ მომხდარით. ერთი საწყალი ობლად გაზრდილი ბიჭი იყო — მეუღლე და ორი შვილი დარჩა. სხვა ამ ეტაპზე არაფერი ვიცით.” მკვლელობის მოტივი სამართალდამცველებმა ჯერ არ გაუმხილავთ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — განზრახი მკვლელობა — მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.