← მთავარი
სამართალი

გლდანში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითი გარდაიცვალა

10 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
გლდანში ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითი გარდაიცვალა

გლდანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. თვითმხილველთა ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო — სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.

← მთავარი