სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 6 ბრალდებული სასამართლოდანვე გათავისუფლდება
4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურა კიდევ 6 ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმებას გააფორმებს, 3-წლიანი პირობითი სასჯელის პირობებზე.
შეთანხმებას გააფორმებენ: ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივანაძე და სერგო მეგრელიშვილი. სხვა ბრალდებულების მსგავსად, ყველა მათგანმა „აღიარა და მოინანია დანაშაული”.
ამ შეთანხმებების გაფორმებით, 14-პირიან საქმეში საპროცესო შეთანხმება სულ 15 ბრალდებულს ექნება გაფორმებული. სასამართლო თუ დაამტკიცებს შეთანხმებებს, ყველა მათგანი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდება.
8 ბრალდებული კვლავ ბრალს უარყოფს და საპროცესო შეთანხმებაზე არ თანხმდება: ვლადიმერ გველესიანი, ზურაბ ჭავჭანიძე, ამირან დოლიშვილი, ანტონ ვარდანიძე, ალექსანდრე ჩილაჩავა, გენადი კუპრეიშვილი, სულხან ტუღუში და რამაზ მამულაძე.