← მთავარი
სამართალი

ანწუხელიძისა და სხვების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო

23 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
ანწუხელიძისა და სხვების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია სიცოცხლის უფლება და წამების აკრძალვა და მას დიდი რაოდენობით ფულადი თანხის გადახდა დააკისრა მოსარჩელეებისათვის - დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის.რუსეთის ფედერაცია უკვე წლებია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს.აპლიკანტებს 2009 წლიდან წარმოადგენდა უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ვინ იყვნენ მომჩივნებისაქმე შეეხებოდა ქართველ სამხედროებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ სამი ქართველი სამხედროს - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის - ტყვეობაში წამებასა და მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრებოდა.ის ჯარისკაცები, რომელთა წამებაზეც სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა, ზემოთ ჩამოთვლილ სამეულთან ერთად, არიან:დავით მალაჩინი,ზაზა კავთიაშვილი,იმედა კუთაშვილი,მალხაზ მელაძე დაკახაბერ ზირაქაშვილი.

ასევე ნახეთ

ევროსასამართლომ რუსეთს ე.წ. ბორდერიზაციის საქმეზე საქართველოსთვის 253 მილიონ ევროზე მეტის გადახადა დააკისრა

რა დაადგინა სასამართლომსასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, ვიდეომასალა, სამედიცინო და ექსპერტიზის დასკვნები, ადასტურებდა ტყვეების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და მკვლელობებს.გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ დაკავებული სამხედროები ცხინვალში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ “სამხრეთოსური” ძალების კონტროლის ქვეშ, თუმცა რუსეთის პასუხისმგებლობა დგინდებოდა როგორც ტერიტორიაზე მისი ეფექტიანი კონტროლის, ისე რუსეთის სამხედროების უშუალო მონაწილეობის გამო.განსაკუთრებული ყურადღება სასამართლომ დაუთმო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის საქმეს.გადაწყვეტილებაში განხილულია ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ჩანს მასზე ძალადობა და დამცირება ტყვეობაში.სიცოცხლის უფლების დარღვევასასამართლომ დაადგინა, რომ ანწუხელიძე ტყვეობაში მოკლეს და რუსეთმა ვერ უზრუნველყო მისი სიცოცხლის დაცვა და საქმის ეფექტიანი გამოძიება.სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ნაწილების დარღვევა.ასევე დაადგინა, რომ რუსეთს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამების ფაქტებზე.

ასევე ნახეთ

ბექა ძამაშვილი: 3300 საჩივრიდან 1 საქმეც რომ წაეგო საქართველოს, ნიშნავდა, რომ ომში მანაც რაღაც დააშავა

კომპენსაციის საკითხისასამართლომ დაზარალებულებს კომპენსაციაც დააკისრა.რუსეთს გიორგი ანწუხელიძის, უშანგი სოფრომაძისა და კახაბერ ხუბულურის ოჯახის წევრებისათვის 65-65 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო გადარჩენილი სამხედრო ტყვეებისათვის - 40-40 ათასი ევროს გადახდა.თუმცა რუსეთის ფედერაცია 2022 წლის 16 მარტის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღასრულებს.2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო.2022 წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული.მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.კონტექსტიეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომის თემაზე სტრასბურგის სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაჩენია და ეფუძნება სასამართლოს ადრინდელ დასკვნებს, რომ ომის დასრულების შემდეგ რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში.სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 2021 წლის 21 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე წარდგენილი ბრალდებების ძირითადი ნაწილი.დადასტურდა მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დარღვევასთან, წამებასთან, არაადამიანურ მოპყრობასა თუ თავისუფალ მიმოსვლასთან დაკავშირებული ბრალდებები.დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება კი არა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ დავას, არამედ კერძო დავებს უკავშირდება.

ასევე ნახეთ

რუსეთის მეორედ დამარცხება სტრასბურგში - რა დაადგინა სასამართლომ აგვისტოს ომზე?

საიას ხელმძღვანელის, თამარ ონიანის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის “2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა“.„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც“, - წერს იურისტი.

← მთავარი