← მთავარი
სამართალი

ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ TV ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება დაიწყო

18 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ TV ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება დაიწყო

ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ TV ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება დაიწყო

პოლიტიკა • 14:20

ხაინდრავას სარჩელის საფუძველზე პროკურატურამ TV ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით გამოძიება დაიწყო | განცხადებას უწყება ავრცელებს: “2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით. საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია” | ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში როგორც გუშინ ხაინდრავამ თქვა, ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ფორმულას ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, კინორეჟისორი საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანებით ვაჭრობას ახორციელებდა და ქრთამის სანაცვლოდ 2 000 ადამიანის შემოყვანაში მონაწილეობდა, რის შედეგადაც, მისი მტკიცებით, ოთხი მილიონი დოლარი მიიღო. მისი თქმით, ეს სიცრუეა. ფორმულას იურისტი კი ამბობს, რომ ისინი ხაინდრავას სარჩელს არ ეთანხმებიან

← მთავარი