← მთავარი
სამართალი

რა თქვა გენპროკურორმა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საქმეებზე, ასევე კალაძეზე დასმულ კითხვაზე - "ერთი პირის დანაშაულზე სხვა პირს პასუხს ვერ ვაგებინებთ"

24 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რა თქვა გენპროკურორმა ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საქმეებზე, ასევე კალაძეზე დასმულ კითხვაზე -

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განმარტებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეები 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა სახელობითად ვერ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ან რა რაოდენობის თანხა ჩამოერთმევა, რადგან ეს ჯამური მაჩვენებელია.

გვარაკიძეს შესაბამის საკითხზე კითხვა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ დაუსვა.

გენერალური პროკურორის განმარტებით, განაჩენი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია განაჩენში წაიკითხოს „რა სად წავიდა.“ „ბატონო გიორგი, ჩვენ ვერაფერს ვერ და არ დავმალავთ. წლის განმავლობაში სტატისტიკური მონაცემებით რაც დაჯამდა ამოღებულ ქონებას თუ ჩამორთმეულ ქონებას რაც შეეხება, ყველაფერი დოკუმენტში მოცემულია. სახელობით ვერ იქნება მოცემული, რომელ პირს რა ქონება თუ ბრენდი, თუ რა რაოდენობის თანხა ჩამოერთვა, მაგრამ კონკრეტული პირების, ვინც თქვენ გაინტერესებდათ, საქმეებზე ჯერ განაჩენი არ დამდგარა. მოგეხსენებათ, რომ განაჩენის დადგომის შემდგომ უნდა მიექცეს ქონება - ჩამორთმეული იქნება ეს თუ ფულადი თანხა - სახელმწიფო ბიუჯეტის საკუთრებაში. რაც შეეხება თქვენ ნათქვამ საქმეებს, ისინი 2026 წლის ანგარიშში მოექცევა, თუმცა წინასწარ გეტყვით, რომ სახელობითად ვერც იქ იქნება მითითებული, რომელ პირს რა ბრენდის საათი ჩამოერთმევა ან რა რაოდენობის თანხა - ეს ჯამური მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, განაჩენი საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია განაჩენში წაიკითხოს, რა სად წავიდა“, - განაცხადა გვარაკიძემ. ამასთან, გვარაკიძემ უპასუხა გიორგი შარაშიძის კითხვის იმ ნაწილს, რომელიც თბილისის მერიას და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის დანაშაულზე მერის, კახა კალაძის პასუხისმგებლობას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. „კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს არის ინდივიდუალური და ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე სხვა პირს ჩვენ პასუხს ვერ ვაგებინებთ. სხვა კითხვაც იყო ხელმძღვანელი თუ მიეცა პასუხისგებაშიო - არ არის ასე. ერთი პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ერთი პირი აგებს პასუხს თუ სხვა დანაშაულის ნიშნები არ არის. თუ სხვა დანაშაულის ნიშნები იქნება, ჩვენ არ მოვერიდებით არც ზედამხედველის თუ სხვა თანამდებობის პირის პასუხისგებაში მიცემას“, - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ. წაიკითხეთ ასევე:

“თუკი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს დანაშაულს, შეგვიძლია იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი” - გენერალური პროკურორი გიორგი ჩახუნაშვილზე

← მთავარი