სამართალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მეზობელმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში 70-წლამდე კაცმა 55-წლამდე მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები, მათ შორის მოტივი, ჯერ კიდევ უცნობია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მობილიზებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — განზრახ მკვლელობით — მიმდინარეობს.