← მთავარი
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

28 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
რუსთავის ქალთა ციხესთან ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავის ქალთა ციხესთან, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულის, ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია მოძრაობა “300 ქალის” ორგანიზებით ტარდება.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ სანდერს, რომელიც, მისივე თქმით, ციხეში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია.

“შევიკრიბეთ რუსთავის ციხესთან ნანას სოლიდარობისთვის. ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მხნედ, მას ჰქონდეს ელემენტარული პირობები, იმიტომ, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. მის მიმართ დადგა ძალიან მკაცრი, უსამართლო განაჩენი და მხნეობას ვუსურვებ მას, ვეტყვი, რომ მიყვარს და ვეტყვი, რომ როგორც მისი მეგობარი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე ნანა იყოს თავისუფალი”. - ამბობს აქციის მონაწილე.

4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 4 პირის განაჩენი გამოაცხადა.

მჭედლიშვილმა ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნო. ნანა სანდერს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აბო ნავერიანს - 5 წლით, ანტონ უპერსაც 5 წლით, თუმცა უპერი საქართველოში არ იმყოფება და მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა, გამოცხადდება ძებნა, მარიამ მეყანწიშვილს კი 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე მას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადგილი აქვს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მცდელობას – პენიტენციური სანდერის განცხადებაზე

← მთავარი