თბილისის პოლიციის დეპტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა.
ირაკლი დგებუაძე ამ დრომდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე 2022 წლიდან ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2025 წლის მარტში კი მუშაობა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გააგრძელა.
ირაკლი დგებუაძე დაზარალებულად ცნობილი პირია მზია ამაღლობელის საქმეში. ირაკლი დგებუაძე ამტკიცებდა, რომ მზია ამაღლობელის სილამ მას ტკივილი განაცდევინა.