სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა - თოშხუა დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პროევროპული პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 16 აგვისტოს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.