← მთავარი
სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით ბიზნესმენებს ფულს - დაკავებულია 21 პირი, 9-ს ბრალი წარუდგინეს

17 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით ბიზნესმენებს ფულს - დაკავებულია 21 პირი, 9-ს ბრალი წარუდგინეს

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით ბიზნესმენებს ფულს - დაკავებულია 21 პირი, 9-ს ბრალი წარუდგინეს

        კრიმინალი • 4:35

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს.

ირკვევა, რომ კიდევ ცხრა პირს ბრალი წარედგინა, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს.

„სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტი“ – ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა, საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც, როგორც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს, გარკვეულ ვადებში, კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღო, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული საერთოსთვის შეგროვებული 62 ათას დოლარზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ინტენსიურად ტარდება შესაბამის ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დადგენა-გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, – განაცხადეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          „ეს იყო მორიგი შოკი... არასოდეს ამომივა თვალებიდან ბიჭების "ჩახოცვის" სცენა თვითმფრინავში...“ - 1983 წელი... „ბილეთი ერთი მიმართულებით“
                        ლიგია მუშკუდიანი. ფეისბუკპოსტი: 1983 წელია, 18 ნოემბერი. ინსტიტუტიდან დავბრუნდი, წყალი გადავივლე და დასაწოლად ვემზადებოდი, როდესაც სახლის ტელეფონმა დარეკა. -ლიგია ახალი ამბავი გაიგე, ბიჭებმა რომ თვითმ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 9:36
                
            
                        
                 
                
                    
                          "სასწრაფოდ...! საშინელება დამხვდა...მოხუცი დედა- შვილი... ებო ვეღარც ლაპარაკობს ... კაციც დამტვრეულს გავს" - აკა სინჯიკაშვილი
                        "გამივრცელეთ თუ შეიძლება, იქნებ რამდენიმეს გეცალოთ და მომეხმაროთ, ამას მარტო ვერ ვიზამ" - აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს და მოხალისეებს და ექიმებს დასხმნარებას სთხოვს: "სასწრაფოდ, დღესვე მჭირდებ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 9:06
                
            
                        
                 
                
                    
                          როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში - გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს
                        თანამედროვე ბიზნესში სწორი გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო მეტად უკავშირდება მონაცემების, ანალიტიკური ინფორმაციისა და მომხმარებლის ქცევის გააზრებას. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოიყენოთ...
                    

                    
                            ბიზნესი & ეკონომიკა
                         • 7:21
                
            
                        
                 
                
                    
                          საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
                        საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელმა, დოდი მალაზონიამ, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტექნოლოგიურ ფორუმში - NextGen Payments & RegTech Forum, რომელიც ესპანეთში გაიმართა....
                    

                    
                            ბიზნესი & ეკონომიკა
                         • 7:19
                
            
                        
                 
                
                    
                          თბილისის მერი A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ
                        დედაქალაქის მერი კახა კალაძე A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდებს, დავალიანება დროულად დაფარონ. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თუ დავალიანება დროულ...
                    

                    
                            საზოგადოება
                         • 7:17
                
            
                        
                 
                
                    
                          "10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას შეუქცევადი ზიანის საფრთხე ემუქრება.. ეს პოლიტიკური დევნაა. თავისუფლება ელენეს!" - რასა იუკნევიჩიენე
                        "10-თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, მკურნალობის გარეშე ელენე ხოშტარიას შეუქცევადი ზიანის საფრთხე ემუქრება. ევროპარლამენტმა აღიარა მის მიმართ არსებული დამამცირებელი პირობები და სპეციალიზებული დახმარე...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 7:15
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი