← მთავარი
სამართალი

მარნეული-სადახლო-ახკერპის გზაზე ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

25 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
მარნეული-სადახლო-ახკერპის გზაზე ავარიაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

მარნეული-სადახლო-ახკერპის საავტომობილო გზაზე 24 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „რადიო მარნეული” ავრცელებს.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ოთხი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სახანძრო-სამაშველო სამსახური.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს — სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა.

← მთავარი