← მთავარი
სამართალი

"მთვრალი ქვეითს დაეჯახა და მიიმალა" - მძღოლს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

11 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელსაც გამოძიება ედავებოდა განსაცდელში მიტოვებასა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და შეეჯახა ქვეითს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეჯახებისას მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა” - აცხადებს პროკურატურა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) და 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

← მთავარი