← მთავარი
სამართალი

კალაძე ბექა ჭულუხაძის დაკავებაზე: საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან

11 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
კალაძე ბექა ჭულუხაძის დაკავებაზე: საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან

შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ვიხილეთ რიგი პროცესები - როგორ იგეგმებოდა, რამდენიმე თვე კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, ამბობდნენ, რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. 4 ოქტომბერს მისი აღსრულება დაიწყეს. შესაბამისმა უწყებებმა გაატარეს პრევენციული ღონისძიებები. ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრის კადრები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა აღკვეთეს აღნიშნული სისხლის სამართლის დანაშაული.

ყველამ უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი. წარმოუდგენელია, გარე ძალების ჩართულობით მუდმივად იყოს მცდელობა გატარიალების, პოლარიზაციის გაღრმავების და ა.შ. ეს არის გარედან თავსმოხვეული, ამისთვის დიდი თანხები იხარჯებოდა. დღესაც არ ისვენებენ და ცდილობენ, არსებული ხელისუფლება თავიანთი აგენტურით შეცვალონ. ვიცით, რისთვის სჭირდებათ ეს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავსოდ გამოიყენონ.

← მთავარი