← მთავარი
სამართალი

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა

22 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმის 8 ბრალდებული დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჰქონდათ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
← მთავარი