← მთავარი
სამართალი

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალ საქმეზე

8 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალ საქმეზე

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს, მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით, 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, ნინო ანდრიაშვილის თქმით, სასამართლომ არ განმარტა, მოხდა თუ არა არსებულ სასჯელთან შთანთქმა.

გიორგი ნეფარიძესა და მის სამ თანაშრომელს უფროსზე ძალადობის საქმეზე 20 იანვარს მიუსაჯეს პატიმრობა. განაჩენის თანახმად, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წელი და 3 თვე, თენგიზ გველესიანისა და არჩილ ჭუმბურიძის 4 წელი და 3 თვე შეუფარდათ.

სარალიძესა და ნეფარიძეს ედავებოდნენ შუქრუთის მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანის – ამ „ორგანიზებულ ძალადობაში“ მონაწილეობას.

ოთხი მაღაროელი პოლიციამ 2025 წლის 29 აპრილს, ჭიათურაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავა. მაღაროელები დააკავეს საპროტესტო აქციების პარალელურად, რომლებიც ჭიათურაში თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

საპროტესტო ტალღა ჭიათურაში დაიწყო 2025 წლის თებერვლის ბოლოს. იგი მოჰყვა ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) 2024 წლის შემოდგომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებაზე.

აღნიშნული საპროტესტო კერის მიღმა, ჭიათურაში იმ დროს წელიწადზე მეტი ხნის დაწყებული იყო სოფელ შუქრუთელების პროტესტი.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს საპატიმროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შიმშილობა ჰქონდათ გამოცხადებული. მათი დაპატიმრების შემდეგ სხვა რამდენიმე მაღაროელმაც გამოაცხადა შიმშილობა, თუმცა უშედეგოდ.

← მთავარი