„მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის“ - რევაზ რევაზიშვილი
პოლიტიკა • 14:19
“5-ჯერ ან 6-ჯერ ვარ გამოკითხული. ნებაყოფლობით წარმოვადგინე ყველა დოკუმენტაცია. მოხდა ბრალდების წარდგენა, ვაღიარებ ბრალის ფორმულირებას და იყო ასეთი ფორმულირება ბრალდების მხრიდანაც, რომ გირაო უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ ხალხთან შეხებაა არ მქონია საერთოდ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის. ეს განაჩენი არის შაბლონი. ყველა მოწმე გამოკითხულია. ახალი დანაშაული როგორ უნდა ჩავიდინო” | თქვა რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, რევაზ რევაზიშვილმა სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლომ რკინიგზაში კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით დაკავებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ფერაძესა და კიდევ ერთი პირს, ზაზა ბიძინაშვილს. მათზე ძებნაა გამოცხადებული