← მთავარი
სამართალი

6-ს პატიმრობა შეუფარდეს, 2-ზე კი ძებნას გამოაცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციის საქმეზე

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
6-ს პატიმრობა შეუფარდეს, 2-ზე კი ძებნას გამოაცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციის საქმეზე

მათ შორის, დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა “საქართველოს რკინიგზის” ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმის „მთავარი გმირია“.მასსა და კიდევ ერთ პირზე, ზაზა ბიძინაშვილზე, დევნა გამოცხადდა. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.ფერაძემ ქვეყანა 2025 წლის სექტემბერში დატოვა, ბიძინაშვილი კი, ადვოკატის თქმით, 2022 წლიდან ემიგრანტია.მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზება, დამზადება და გამოყენება ედებათ ბრალად.გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მოსამართლე ევა ბარბაქაძემ გამოაცხადა 17 ივნისს, 20:30 საათზე.დავით ფერაძე “საქართველოს რკინიგზას” 2017-2025 წლებში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.

ასევე ნახეთ

რკინიგზაში ფერაძის დროს დადებულ ხელშეკრულებაზე კითხვა აუდიტსაც ჰქონდა

ვინ არიან ბრალდებულებიბრალდებულთა სია ასეთია:დავით ფერაძე - “საქართველოს რკინიგზის” ყოფილი გენერალური დირექტორი;ზაზა ბიძინაშვილი - შპს „სამშენებლო სარემონტო კომპანია ხუროს“ მფლობელი და დირექტორი;გიორგი კურტანიძე - შპს „ნოვა ტრანსი“;ანზორ ჯამალაშვილი - შპს „გრანდ კახეთი“;მალხაზ ომარაშვილი - შპს „კახეთი“;ალექსანდრე ტორიაშვილი - შპს „ჯადექსა“;რევაზ რევაზიშვილი;გიორგი მარუკაშვილი.მათი უმრავლესობა გირაოს ითხოვდა, ორი - აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა.მათ ედავებიან კორუფციული სქემის აწყობასა და მასში მონაწილეობას.რადიო თავისუფლება წერდა, რომ კონტრაქტი, რომლითაც სუსმა ბრალის ფორმულირებისთვის საჭირო მასალა მოაგროვა, 2020 წელს შპს „კახეთთან“ დაიდო.8 თებერვალსა და 9 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერებით რკინიგზა ითხოვდა ლითონის ტრანსპორტირების, დახარისხების, დაჭრისა და ერთად შეგროვების სერვისს.რას ედავებიან მათ2019 წელს, გამოძიების ვერსიით, „საქართველოს რკინიგზის“ მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანიც საწარმოს კუთვნილი დიდი ოდენობით შავი ლითონის მითვისება იყო.სქემაში, ბრალდების თანახმად, ჩართული იყვნენ რკინიგზის მაღალჩინოსნები და რამდენიმე კერძო კომპანია, რომლებიც ლითონის შეგროვებას, ტრანსპორტირებას, დაჭრასა და დოკუმენტურად „გათეთრებას“ უზრუნველყოფდნენ.გამოძიების თანახმად, 2020 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ ორჯერ გამოაცხადა ტენდერი შავი ლითონის ტრანსპორტირებისა და დამუშავების მომსახურებაზე. ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გახდა შპს „კახეთი“, რომელიც, სუსის ვერსიით, სქემაში მონაწილე პირების კონტროლქვეშ იყო.ამავე ვერსიით, ლითონი ხშირად დაუთვლელად და აწონის გარეშე გაჰქონდათ, დოკუმენტებში კი რაოდენობები ისე ფიქსირდებოდა, რომ შემდგომში დანაკლისის დადგენა შეუძლებელი ყოფილიყო.სუსის განცხადებით:რკინიგზის ტერიტორიებიდან გატანილი შავი ლითონის ნაწილი რუსთავში, შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში მიჰქონდათ;2020-2021 წლებში ამ გზით „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა შავი ლითონი მიითვისეს, რომლის რეალიზაციიდან „ჯეოსთილმა“ 17,4 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.თანხა, გამოძიების ვერსიით, სხვადასხვა კომპანიის ანგარიშებზე ირიცხებოდა, შემდეგ კი ნაწილდებოდა.სუსმა განაცხადა, რომ გამოძიებისას კიდევ ერთი სავარაუდო დანაშაულებრივი ეპიზოდიც გამოავლინეს.სუსის ცნობით, 2022 წელს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „რაველდს“ შორის გაფორმებული თითქმის მილიონდოლარიანი კონტრაქტის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაიზარდა. შედეგად, კომპანიამ რეალურად შესრულებულზე მეტი ანაზღაურება მიიღო და, გამოძიების შეფასებით, რკინიგზას 403 844 ლარის ზიანი მიადგა.

ასევე ნახეთ

“საქართველოს რკინიგზის” ყოფილი უფროსი ფერაძე და 7 პირი პასუხისგებაში მისცეს

დანაშაულს დაკავებულთაგან ერთი აღიარებსსაქმის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ დაკავებულთაგან ერთმა, რევაზ რევაზიშვილმა, აღიარა დანაშაული და გამოძიებასთან ითანამშრომლებს.პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ ბრალდებულთა ქმედებების შედეგად დაახლოებით 18 მილიონი ლარი იზარალა.პროკურორს ჰკითხეს, რევაზაშვილი თუ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რატომ არ შეუფარდეს გირაო, - რისი მოლოდინიც მას ჰქონდა:„რაც შეეხება რევაზ რევაზიშვილს, აღნიშნულმა პირმა თვითონვე განმარტა, რომ პირველად მნახა პროცესზე და შესაბამისად ვერანაირ დაპირებას ის, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებდა აქამდე“, - განაცხადა პროკურორმა.დამაზუსტებელ კითხვაზე, მომავალში განიხილავენ თუ არა საპროცესო შეთანხმებას, პროკურორმა უპასუხა:„სასამართლო პროცესზე ყველაფერს სჭირდება თავის სამართლებრივი შეფასება. კარგად მოგეხსენებათ, თუნდაც გარკვეული შეღავათების მიღებას, - რაც შეიძლება გამოიხატოს ბრალდებულის მხრიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაში, - მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი პირობებია საჭირო“.„ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ ყოველთვის განიხილავს ბრალდების მხარე შესაბამის საპროცესო შეთანხმების შეთავაზებებს, თუ ბრალდებულისგან იქნება მზაობა და, ასე ვთქვათ, ზიანი იქნება ანაზღაურებული, აღიარება [იქნება] და ასე შემდეგ. თუმცაღა ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს ვერ მოგახსენებთ“, - თქვა მან.ინფორმაცია განახლდება.

← მთავარი