სამართალი
თბილისში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კაცი დააკავეს — მოლარე სცემა, ნივთები წაიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისის ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, მოლარე ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სხვადასხვა ნივთს დაეუფლა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს,” — განაცხადა შსს-მ.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით — ყაჩაღობა — მიმდინარეობს, რაც შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.