← მთავარი
სამართალი

გვარამია: პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში ორჯერ ჩაინიშნა

12 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
გვარამია: პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში ორჯერ ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში ორჯერ ჩაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია წერს.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ცნობით, პროცესები სამშაბათ და ხუთშაბათ დღეებში მთელი სამუშაო დღის განმავლობაში წარიმართება.

„თვეში ერთხელ ან ორჯერ ინიშნებოდა პროცესები, თან უკვე სექტემბრამდე გაწერილი იყო. ახლა „მოსამართლემ“ ჯერ ორი კვირით აქეთ გადმონიშნა, და უკვე ამ პროცესზე კვირაში ორჯერ ჩანიშნა სხდომები მთელი სამუშაო დღის განმავლობაში, ვიდრე საქმე არ მორჩება. ეს თქვა და სხდომიდან გაიქცა — არც შეკითხვა გინდა ადვოკატს, გინდა სხვას. სცალია ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს მთელი სამუშაო დღე თუ არა? აქ არის მთელი აგვისტო, ან იქნებ სადმე მიდის შვებულებაში. მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის „საბოტაჟნიკების“ ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12. ამ ჩემ ჭაღარას“, — წერს ნიკა გვარამია.

← მთავარი