სამართალი
თბილისში მტკვარში ავტომობილი გადავარდა — სამაშველო ოპერაცია გრძელდება
გუშინ გვიან ღამით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა — მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები მობილიზებული იყვნენ.
„პირველი არხის” ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გადავარდნილი ავტომობილის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა; სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო — ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.