სამართალი
შსს: თბილისში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტი მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 23 წლის ინდოელი სტუდენტი დვანიტ რაჯდიპი, რომელიც ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში გაუჩინარებული იყო, მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის — „თვითმკვლელობამდე მიყვანის” — საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტი გამქრობამდე ბინის მეპატრონესთან კონფლიქტი ჰქონდა.