← მთავარი
საზოგადოება

სკუტერით გადაადგილებისას ავარიაში მოყოლილი მოზარდი გარდაიცვალა

5 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
სკუტერით გადაადგილებისას ავარიაში მოყოლილი მოზარდი გარდაიცვალა

დედოფლისწყაროში სქროლით გადაადგილებისას ავარიაში მოყოლილი მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ორი მოზარდი სქროლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზაჯვარედინზე ავტომობილი დაეჯახა. ავარიის შედეგად ორივე მოზარდი დაშავდა, ერთ-ერთი მძიმედ. ის ჯერ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი თბილისში.

მოზარდს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში თავის არეში რთული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

← მთავარი