← მთავარი
მსოფლიო

ირანის დელეგაციამ შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები ტრამპის განცხადებების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა - დეტალები

21 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ირანის დელეგაციამ შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები ტრამპის განცხადებების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა - დეტალები

Iran International -ის ინფორმაციით, ირანის დელეგაციამ შვეიცარიაში მიმდინარე მოლაპარაკებები ტრამპის განცხადებების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა. მოლაპარაკებების პარალელურად, ტრამპმა სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. ის წერს, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს დახურავს, საჭიროების შემთხვევაში, აშშ დაიკავებს. ტრამპი ასევე იმუქრება, რომ სრუტეს არ გახსნის შემთხვევაში, ირანელები საკუთარ ქვეყანაში ვერ დაბრუნდებიან. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, “შვეიცარიის შეხვედრა მეორე მხარის ვალდებულებების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.

მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში იმართებოდა. აშშ-ის დელეგაციას ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ირანის დელეგაციას კი პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი.

შეხვედრებს ესწრება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - აბას არაღჩი. წყარო იხილეთ ასევე:

“აშშ-ს ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა სურს“ - ვენსის თქმით, აშშ ირანში “ხედავს მომავალს, სადაც კეთილდღეობისთვის მუშაობა ყველას შეუძლია“: მოლაპარაკებების დეტალები

← მთავარი