პუტინმა მთავრობას კიევის მიერ განადგურებული საწყობების აღდგენის გეგმის შემუშავება დაავალა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, შეიმუშაოს უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანებული ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურის აღდგენის პროგრამა. პუტინმა ამ თავდასხმებს ტერორისტული უწოდა.
ამავდროულად პუტინმა აღნიშნა, რომ, მისი მტკიცებით, რუსეთის სავაჭრო ინფრასტრუქტურა ეფექტურად და სტაბილურად ფუნქციონირებს.
“მუშაობა დაძაბულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, თუმცა ყველა, ვინც ამ სფეროში მუშაობს, სრულად უმკლავდება იმ ამოცანებს, რომლებსაც შექმნილი ვითარება გვიყენებს” - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ლოგისტიკური და სასაწყობე ინფრასტრუქტურა აღდგენას საჭიროებს, მათ შორის სახელმწიფოს მონაწილეობით, ხოლო აღდგენითი სამუშაოები ტექნოლოგიურად ახალ, უფრო მაღალ დონეზე უნდა ჩატარდეს.
ცნობისთვის, რუსეთში ციფრული პლატფორმების ასოციაციამ (АЦП), რომელიც აერთიანებს Wildberries-ს, Ozon-ს, იანდექსს, ავიტოსა და კუპერს, რუსეთის მთავრობას ზომების მიღაბა სთხოვა იმ მეწარმეების მხარდასაჭერად, რომლებიც დრონების თავდასხმების შედეგად დაზარალდნენ.
ამ დროისთვის, უკრაინამ Wildberries-ის 10 უმსხვილესი საწყობებიდან 7-ს დაარტყა. უმეტესობა მთლიანად განადგურდა.
უკრაინის მიერ Wildberries-ის საწყობებზე მიტანილი დარტყმების შემდეგ, უდიდესმა რუსულმა ონლაინ-რიტეილერებმა გამყიდველებისთვის პირობების შეცვლა და დრონების თავდასხმების დროს მათ საწყობებში განადგურებული საქონელზე პასუხისმგებლობის მოხსნა დაიწყეს. პირობები შეცვალეს Wildberries-მა, Ozon-მა, იანდექს მარკეტმა, მეგამარკეტმა და მაგნიტ მარკეტმა.