მსოფლიო
გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველა სახის სავაჭრო და ფინანსური კავშირი გაწყვიტა
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველა სახის სავაჭრო და ფინანსური კავშირი გაწყვიტა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ირანთან კომერციული კავშირების გაწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა დააფიქსირა. ეს შემთხვევა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პირველი იყო, როდესაც ირანმა საამიროების მიმართულებით რაკეტა გაუშვა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისი შეფასებით, რაკეტების სამიზნე “საზღვაო მიმოსვლა” იყო. სამინისტროს ინფორმაციით, ორივე რაკეტა ზღვაში ჩავარდა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საამიროების განცხადება, რომ ირანული რაკეტების სამიზნე საზღვაო მიმოსვლა იყო და მას “უსაფუძვლო” უწოდა.