ლეონიდ ბრეჟნევის შვილთაშვილი უკრაინაში ტყვედ ჩავარდა - რას წერს რუსული მედია?
რუსეთის უსაფრთხოების ძალებთან მჭიდროდ დაკავშირებული არხის, Baza Telegram-ის ცნობით, უკრაინაში ტყვედ ჩავარდა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის შვილთაშვილი.
ტელეგრამარხზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ 45 წლის ანტონ მილაევმა გასულ შემოდგომაზე მოაწერა ხელი კონტრაქტს უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად და ნოემბერში ოჯახთან კონტაქტი დაკარგა.
“45 წლის ანტონი გასულ შემოდგომაზე ჩრდილოეთ სამხედრო ოლქში, როგორც გამნაღმველი გაემგზავრა. როგორც მისმა დედამ, ირინა კუზნეცოვამ, ჩვენს რედაქციას განუცხადა, რამდენიმე თვის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი შვილი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხერსონის ოლქში, ტყვედ იმყოფებოდა,“ - წერს Baza. ანტონ მილაევის ბაბუა იყო ევგენი მილაევი, საბჭოთა მსახიობი და საბჭოთა ლიდერის - ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილის, გალინა ბრეჟნევას პირველი ქმარი. Baza -ს ინფორმაციით, ბრეჟნევმა ანტონ მილაევი საკუთარი შვილიშვილივით გაზარდა.