მსოფლიო
გაერთიანებული საემიროები: აბუ დაბის ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა
გაერთიანებული საემიროების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყნის დასავლეთის საზღვრიდან სამი დრონი გაისროლეს — ორი ჩაჭრეს, ერთი კი ბარაქაჰის ბირთვული ელექტროსადგურის გარეთ განთავსებულ ელექტროგენერატორს მოხვდა.
„გამოძიება მიმდინარეობს თავდასხმის წყაროს დასადგენად,” — განაცხადა სამინისტრომ. სადგურის ხელისუფლებამ ადასტურებს, რომ ხანძარი ჩაქრა, დაშავებული არ არის და ბირთვული უსაფრთხოების დონეებზე ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია.
ბირთვული რეგულირების ფედერალურმა ორგანომ ასევე დაადასტურა, რომ სადგურის ყველა ბლოკი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს.
„თავდაცვის სამინისტრო მაღალ მზადყოფნაშია და მზადაა, უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს. ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სტაბილურობა მტკიცედ იქნება დაცული,” — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.