← მთავარი
მსოფლიო

"პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ლიკვიდირებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს ტრამპი

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

აშშ-მა ვენესუელური დაჯგუფების „ტრენ დე არაგუას“ ლიდერის ლიკვიდაცია განახორციელა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს. “ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობამ ლეტალური კინეტიკური დარტყმით წარმატებით განახორციელა ნინიო გერეროს ლიკვიდაცია, რომელიც „ტრენ დე არაგუას“ ცნობილი ლიდერია. ეს დაჯგუფება პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, ოპერაცია ვენესუელასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

“ეს ვენესუელაში ჩვენს მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გაკეთდა, რომლებთანაც ძალიან კარგად ვმუშაობთ“, - აღნიშნა ტრამპმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გასულ წელს „ტრენ დე არაგუა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, დაჯგუფება ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ადამიანების ტრეფიკინგშია ჩართული.

← მთავარი