მსოფლიო
Meta-ს პლატფორმები გაითიშა — ფეისბუქი, ინსტაგრამი და მესენჯერი 30 წუთი მიუწვდომელი იყო
12 ივნისს, თბილისის დროით 17:45 საათზე, Meta-ს ყველა პლატფორმაზე — ფეისბუქზე, ინსტაგრამსა და მესენჯერზე — ერთდროულად გათიშვა დაფიქსირდა. ხარვეზი გლობალური იყო: სისტემამ მომხმარებლები ანგარიშებიდან ავტომატურად გამოიყვანა, ახლებური შესვლა კი შეუძლებელი გახდა.

სერვისების მონიტორინგის საიტ StatusGator-ზე ხარვეზი 17:45-ზე დაფიქსირდა. მომხმარებელთა შეტყობინებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ერთდროულად მოვიდა, რაც ადასტურებს, რომ პრობლემა ლოკალური კი არა, ცენტრალური იყო.
18:00 საათისთვის Meta-ს პლატფორმებზე წვდომა ნაწილობრივ აღდგა, თუმცა პლატფორმა კვლავ შეფერხებით მუშაობდა. გათიშვა ჯამში 30 წუთს გაგრძელდა.
Meta-ს ოფიციალური განმარტება ხარვეზის მიზეზთან დაკავშირებით ჯერ გამოქვეყნებული არ არის.