← მთავარი
მსოფლიო

"თუ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდება, ეს ბლოკი უბრალოდ დაიშლება" - სერგეი ლავროვი

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკის დაშლას გამოიწვევს.

“ევროკავშირის შიდა პრობლემებიდან გამომდინარე, უკრაინის გაწევრიანება შეიძლება ცუდიც არ იყოს. მაშინ ის უბრალოდ დაიშლება“, - განაცხადა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლებენ ისინი, ვისაც ევროკავშირის მილიტარიზაცია სურს.

← მთავარი