ისრაელმა ირანს ისევ დაარტყა — ტრამპი: „ნეთანიაჰუს სხვა არჩევანი არ ექნება, გადაწყვეტილებებს მე ვიღებ”
ირანმა კვირას, 7 ივნისს, ისრაელის ჩრდილოეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების რამდენიმე ტალღა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის არმიამ (IDF) განაცხადა, რომ ყველა რაკეტა მოიგერია. ამის საპასუხოდ IDF-მა ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში სამხედრო სამიზნეებზე იერიშები მიიტანა — აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანში, თავრიზსა და ისპაანში. Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის დარტყმების შემდეგ ირანმა თეირანის იმამ ხომეინის საერთაშორისო აეროპორტი დახურა.
ასევე კვირას, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში „ჰეზბოლას” ლოკაციებს დაარტყა. ამ ნაბიჯზე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ისრაელმა „გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი” და ბეირუთზე დარტყმა ირანს „უფრო მასირებული” შეტევით პასუხს დაიმსახურებს. კორპუსმა დამატებით გაფრთხილება გამოსცა, რომ მომდევნო შვიდ დღეში, 24 საათის განმავლობაში, რაკეტებისა და დრონების ტალღები გაეშვება.
ტეირანში ისრაელის საწინააღმდეგო პროსამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა — მომიტინგეთა უმეტესობა ირანისა და ლიბანელი „ჰეზბოლას” დროშებს ატარებდა.
ტრამპი ნეთანიაჰუს და ირანს
Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯერ სთხოვა, ირანს საპასუხო დარტყმები არ მიეყენებინა — რომ ირანთან შეთანხმება არ ჩავარდნილიყო. მოგვიანებით Financial Times-თან საუბარში ტრამპმა სიტყვა შეცვალა: „მას სხვა არჩევანი არ ექნება. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს. ის [ნეთანიაჰუ] არ იღებს გადაწყვეტილებებს.”
ამასთანავე, ტრამპმა ირანს Fox News-ის მეშვეობით მიმართა: „საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდასთან.” ბეირუთზე ისრაელის დარტყმებით კი ტრამპი, Fox News-ის ცნობით, უკმაყოფილო იყო.