← მთავარი
მსოფლიო

რუბიო იმედოვნებს, რომ შეიცვლება აშშ-სა და საქართველოს შორის არა მხოლოდ ურთიერთობის, არამედ თბილისის ქცევის ტრაექტორიაც

13 ივნისი, 2026 · წყარო: civil.ge
რუბიო იმედოვნებს, რომ შეიცვლება აშშ-სა და საქართველოს შორის არა მხოლოდ ურთიერთობის, არამედ თბილისის ქცევის ტრაექტორიაც

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 3 ივნისს გამართული მოსმენის დროს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ „შესაძლოა შეიცვალოს არა მხოლოდ [აშშ]-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის ტრაექტორიაც“.კონგრესმენმა უილსონმა რუბიოს ჰკითხა, თუ „რა უნდა გაკეთდეს საქართველოს რესპუბლიკაში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ წახალისებული სწრაფად მზარდი რადიკალიზაციის წინააღმდეგ“. სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მითითებით, უილსონმა განაცხადა: „პროირანულმა რეჟიმმა – და ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მთავრობას, რომელიც არალეგიტიმურია – საფრთხე შეუქმნა ამერიკის წვდომას. საქართველოში გაყალბდა არჩევნები. ამის გათვალისწინებით, ისინი ხელს უწყობენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს თეირანის წინააღმდეგ სანქციების თავის არიდებაში“.უილსონის საპასუხოდ რუბიომ განაცხადა: „მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა აღწერეთ, ჩვენ აქამდეც გვაშფოთებდა. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს,  რაც იმაზე  მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რა იქნებოდა ამისთვის საჭირო; ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დადებით გამოხმაურებებს და ამიტომ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის შეცვლას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება“.„მათ [თბილისმა] გვკითხეს, რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, რომ ამის საფუძველზე შევძლებთ განვავითაროთ და შესაძლოა შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევის ტრაექტორიაც“.This post is also available in:

English Tagsაშშ-საქართველოს ურთიერთობა მარკო რუბიო ჯო უილსონი

Copy URL URL Copied

← მთავარი