უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული იერიშების შემდეგ რუსეთში, განსაკუთრებით A-95 მარკის, ბენზინის დეფიციტი მკვეთრად გამწვავდა. ამის შესახებ The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
8 მაისს მომწოდებლებმა ბირჟაზე 32 640 ტონა ბენზინი გაყიდეს — წინა დღესთან შედარებით 5,9%-ით ნაკლები. A-92 მარკის ბენზინის გაყიდვები 8,9%-ით შემცირდა (20 340 ტონამდე). ამავდროულად, A-92-ზე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა 23 460 ტონას, A-95-ზე კი — 26 340 ტონას მიაღწია.
A-95-ის დეფიციტი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ზაფხულის სეზონზე სწორედ ამ მარკაზე მოთხოვნა იზრდება — საკურორტო გადაადგილებებისთვის მსუბუქი ავტომობილები მეტად გამოიყენება. დეფიციტის მიზეზი „დაუგეგმავი რემონტია” მსხვილ ქარხნებში, რომელიც ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება. მაისიდან მიწოდების ვადები 2-4 კვირით გაიზარდა, ბაზრის მონაწილეებს კი საკმარისი მარაგების შექმნა გაუჭირდათ — ეს ზაფხულში საწვავის კრიზისის რისკს ზრდის.