← მთავარი
მსოფლიო

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

7 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს.

ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას “უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ” მოუწოდა.

აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ირწმუნებიან, რომ გუდაუთის რაიონშია გადაღებული. ვიდეოში სავარაუდოდ ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტის კვალი ჩანს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში 2026 წლის მარტში ორჯერ გამოაცხადეს. გავრცელდა ცნობები უპილოტო საფრენი აპარატის შესახებაც. ამ შემთხვევების პარალელურად უკრაინულ დრონებს იერიში მიჰქონდათ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიისა და ყუბანის რეგიონებზე.

← მთავარი