← მთავარი
მსოფლიო

ჰეგსეთის ცნობით, აშშ-მ თავდაცვის სისტემა "ოქროს გუმბათი" წარმატებით გამოცადა

24 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
ჰეგსეთის ცნობით, აშშ-მ თავდაცვის სისტემა

აშშ-ს ომის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის თქმით, წარმატებით გამოცადეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “ოქროს გუმბათი ამერიკისთვის” (GDA).

“დღეს მისიის სრული წარმატებით შედგა “ოქროს გუმბათი ამერიკისთვის” (GDA) პირველი მნიშნველოვანი გამოცდა და პატივი მქონდა, ამას ჩემი თვალით შევსწრებოდი.

უახლესი მიმართული ენერგიის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული, ხოლო Dynamic Defense Autonomous Defeat (DDAD) სისტემამ სრულიად ავტონომიურად და უშეცდომოდ აღმოაჩინა, ამოიცნო, მიზანში ამოიღო და გაანადგურა მრავალი შემომავალი საფრთხე. გამოცდა გეგმის მიხედვით ჩატარდა და ყველა საფრთხე დინამიკურად იქნა უვნებელყოფილი.” - წერს ჰეგსეთი.

ოქროს გუმბათი არის აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის ინიციატივა, რომლის მიზანია შეიქმნას მრავალშრიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელსაც შეეძლება დაიცვას შეერთებული შტატების ტერიტორია ბალისტიკური, ფრთოსანი და ჰიპერბგერითი რაკეტების, ასევე დრონების და კოსმოსიდან მომავალი იერიშებისგან.

სისტემა ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. განიხილება მასში კოსმოსში განთავსებული სენსორების, სახმელეთო და საზღვაო სარაკეტო თავდაცვის სისტემების, კოსმოსში განთავსებული უვნებელმყოფელი დანადგარებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მართული თანამედროვე მართვისა და კონტროლის სისტემების ინტეგრაცია. პროექტის ხარჯი სავარაუდოდ 175 მილიარდ დოლარს აღემატება.

← მთავარი