მოსკოვის სასამართლომ „დოჟდის” მთავარ რედაქტორ ტიხონ ძიატკოს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის” მთავარ რედაქტორ ტიხონ ძიატკოს 8-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბრალდება რუსული არმიის შესახებ ე.წ. „ყალბი ინფორმაციის” გავრცელებაზე ეფუძნება. ინფორმაციას Meduza ავრცელებს.
სასჯელს 250 000 რუბლის ჯარიმა და ოთხი წლის სოციალური მედიის შეზღუდვა ემატება. პროკურატურა 5,9 მილიონ რუბლს ითხოვდა.
საქმე ძიატკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ ორ პოსტს ეხება — ბმულებს „დოჟდის” რეპორტაჟსა და The New York Times-ის საგამოძიებო მასალაზე, სადაც ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტები ასახულია. „მედიაზონის” განმარტებით, პოსტები სწორედ ეს ჟურნალისტური მასალები იყო — არანაირი „ყალბი ინფორმაცია”.
ძიატკოს წინააღმდეგ დევნა 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო. სასამართლომ ის დაუსწრებლად დააკავა და „ტერორისტებისა და ექსტრემისტების” სიაში შეიყვანა. ადრე „დოჟდის” ტელეწამყვანს ეკატერინე კოტრიკაძეს ანალოგიური — 8-წლიანი — პატიმრობა მიუსაჯეს.