კირ სტარმერი: ინგლისში "ჩრდილოვანი ფლოტის" ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა
ინგლისის შეიარაღებულმა ძალებმა “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი შეაჩერეს, რომელიც ინგლისის სრუტეში გავლას ცდილობდა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი X-ზე წერს. მისი განმარტებით, “ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და შეახსენებს ყველას, ვინც ხელს უწყობს უკრაინაში პუტინის ომის დაფინანსებას”, რომ მათ დამალვის საშუალებას არ მისცემენ. “დღეს გამთენიისას გავეცი განკარგულება, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შეეჩერებინათ “ჩრდილოვანი ფლოტის” ნავთობტანკერი, რომელიც ინგლისის არხის (ლამანშის) გავლით გადაადგილებას ცდილობდა.ეს წარმატებული ოპერაცია კიდევ ერთ დარტყმას აყენებს რუსეთს და შეახსენებს ყველას, ვინც ხელს უწყობს უკრაინაში პუტინის ომის დაფინანსებას, რომ ჩვენ მათ დამალვის საშუალებას არ მივცემთ.მსურს მადლობა გადავუხადო ოპერაციაში მონაწილე თითოეულ პირს, მათ შორის ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავებს, რომლებიც წელიწადში 365 დღე, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში იცავენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებას”, — დაწერა მინისტრმა. კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა აშშ-მა ირანის “ჩრდილოვან ფლოტს” ახალი სანქციები დაუწესა UK-ს მთავრობა: დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა Transneft-ს და ჩრდილოვანი ფლოტის 175 კომპანიას და უკრაინისთვის £30 მლნ გამოყო