← მთავარი
მსოფლიო

„სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა” — სალომე ზურაბიშვილი სომხეთის არჩევნებს ეხმიანება

7 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
„სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა” — სალომე ზურაბიშვილი სომხეთის არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სოციალური ქსელი X-ის საშუალებით სოლიდარობა გამოხატა.

„სომხეთო, თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს დემოკრატიულ, ევროპულ მომავალს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” — წერს ზურაბიშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის მიერ გატარებული პრო-ევროპული კურსის მხარდამჭერია და ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მიმართულების განმსაზღვრელ მოვლენად აფასებს.

სომხეთში 18 პოლიტიკური ძალა იბრძვის 105 საპარლამენტო მანდატისთვის. მმართველი ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება” სამ მსხვილ პრო-რუსულ ბლოკს უპირისპირდება.

← მთავარი