← მთავარი
მსოფლიო

რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა

15 ივნისს, დილას რუსეთმა კიევს კვლავ შეუტია. დარტყმა ქალაქის თითქმის ყველა რაიონს მიადგა, კიევ-პეჩერის ლავრაში მიძინების ტაძრის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი გაჩნდა დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიაშიც, რამაც უკრაინის უძველესი კოსტიუმების კოლექცია გაანადგურა. როგორც უკრაინის კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარული პოლიტიკის საკითხებში, ტეტიანა ბერეჟნამ დაწერა, კინოსტუდიაში დაახლოებით 100 000 კოსტიუმი და 3 მილიონი სხვადასხვა სამოსი ინახებოდა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კინოსტუდიის სხვა შენობა ნაგებობებიც. ანდრეი სიბიჰა: კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიის ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში რუსეთმა კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა — დაიღუპა 4 ადამიანი, 30 დაშავდა

დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის განადგურებული კოსტიუმების სახელოსნო

ფოტო: დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ფეისბუქ-გვერდი

კინოპროდიუსერი ალექსანდრ როდნიანსკი გამოცემა Mediza-ს უყვება, რომ დოვჟენკოს კინოსტუდიას იგივე მნიშვნელობა აქვს უკრიანისთვის, რაც იტალიისთვის “ჩინეჩიტას”.. “ეს სტუდია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ფართომასშტაბიანი საწარმოო ობიექტი — ის მე-20 საუკუნის უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული სიმბოლოა. კიევისა და მთლიანად უკრაინისთვის მისი მნიშვნელობა რომის ლეგენდარული “ჩინეჩიტას” (Cinecittà) ტოლფასია.1928 წელს დაარსებული კიევის სტუდია საბჭოთა ეპოქის კლასიკური უკრაინული ფილმების უმეტესობის დაბადების ადგილი იყო. დოვჟენკოს “მიწამ” (1930), მარკ დონსკოის “ცისარტყელამ” (1943) და “უძლეველებმა” (1945), იგორ სავჩენკოს “ბოგდან ხმელნიცკიმ” (1941), ვლადიმერ ბრაუნის “მაქსიმკამ” (1953) და “მეზღვაურმა ჩიჟიკმა” (1955) სტუდიას 1930-იან, 40-იან და 50-იან წლებში გაუთქვა სახელი.ერთი ათწლეულის შემდეგ, 1960-იან და 70-იან წლებში, სტუდია ევროპული კინოს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და გამორჩეული მოძრაობის ცენტრად იქცა. რასაც მოგვიანებით “უკრაინული პოეტური კინო” ეწოდა.მისი შემქმნელები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ საბჭოთა რეალიზმის კანონებისთვის, სადაც სიუჟეტი, პერსონაჟები და სოციალური კონფლიქტი მართავდა ყველაფერს. ამის ნაცვლად, ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ სახეებსა და მეტაფორებზე, ეროვნულ ფოლკლორსა და მითოლოგიაზე, ხალხურ რიტუალებზე, მეხსიერებასა და ისტორიაზე. მათი ფილმები უფრო პოეზიას ჰგავდა, ვიდრე რომანს — უფრო ლექსს ან სიზმარს.ამ პერიოდის ყველაზე ცნობილი ფილმები იყო სერგო ფარაჯანოვის “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილები” (1964), იური ილიენკოს “ივან კუპალას ღამე” (1968), ლეონიდ ოსიკას “ქვის ჯვარი” (1968) და ბორის ივჩენკოს “დაკარგული სიგელი” (1972).საბჭოთა კულტურის ჩინოვნიკებს უკრაინული “პოეტური კინო” არ მოსწონდათ. ის შეუთავსებელი იყო სახელმწიფო კულტურულ პოლიტიკასთან — ზედმეტად “ეროვნული”, ზედმეტად უკრაინული, ზედმეტად გაუგებარი მასობრივი აუდიტორიისთვის.ცენზორები ამახინჯებდნენ ფილმებს, თაროზე შემოდებდნენ და ათწლეულების განმავლობაში არ უშვებდნენ ეკრანებზე. რეჟისორებს ზღუდავდნენ. “დაკარგული სიგელი”, მაგალითად, წლების განმავლობაში იდო თაროზე. მახსოვს, ინსტიტუტში როგორ გვაჩვენეს ეს ფილმი ფარულად, ყველა შესაძლო სიფრთხილის ზომის დაცვით.მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ “პოეტური კინოს” შემქმნელები სამოციანელთა ფართო უკრაინულ კულტურულ წრესთან იყვნენ დაკავშირებულნი. 1965-1972 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინელი ინტელექტუალების დაპატიმრებები დაიწყო, ხელისუფლებამ მრავალი კულტურული პროექტის შეფასება პოლიტიკური ლოიალობის პრიზმაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ “პოეტური კინოს” ფილმები იშვიათად იყო პოლიტიკური პირდაპირი გაგებით, ისინი უკავშირდებოდა უკრაინული კულტურული ცნობიერების აღზევებას. ასე დასრულდა “უკრაინული პოეტური კინოს” ეპოქა — მოძრაობისა, რომელსაც მრავალი ევროპელი კრიტიკოსი იტალიურ ნეორეალიზმისა და “ “ახალი ფრანგული ტალღის” გვერდით აყენებს….თავდასხმამ სრულად გაანადგურა კოსტიუმების სახელოსნო და უკრაინის ყველაზე დიდი, უძველესი კოსტიუმების კოლექცია, ჩაამსხვრია ადმინისტრაციული შენობების ფანჯრები და დააზიანა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხმოვანი პავილიონი”, — წერს ალექსანდრ როდნიანსკი.

← მთავარი