← მთავარი
მსოფლიო

დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე ტალახში ჩაწოლილი ღორის ვიდეო გამოქვეყნდა

6 ივლისი, 2026 · წყარო: newposts.ge
დმიტრი მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე ტალახში ჩაწოლილი ღორის ვიდეო გამოქვეყნდა

2 დღის წინ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც აღბეჭდილია, ტალახის გუბეში ჩაწოლილი ღორი, რომელიც რაღაცას ჭამს.

ვიდეოს თანმხლები წარწერა არ ახლდა და იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა. მედვედევს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მედვედევის „ტელეგრამ“-არხზე წინა პუბლიკაცია 3 ივლისით თარიღდება. მასში იგი „რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის სახელით“ ღრმა სამძიმარს გამოთქვამდა „ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, დიდი აიათოლა სეიედ ალი ხამენეის მოწამეობრივი სიკვდილის გამო“ და აღნიშნავდა, რომ ქვეყანა „ირანელ ხალხთან ერთად გლოვობს ამ დიდ დანაკარგს“.

ვიდეო, რომელიც მედვედევის არხზე გამოჩნდა, აღებულია „ინსტაგრამის“ ანგარიშიდან floppythepig, სადაც ღორ ფლოპის (Floppy) ცხოვრებიდან სხვადასხვა ისტორია ქვეყნდება.

← მთავარი