← მთავარი
მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ყირიმში დაარტყეს რუსეთის სამხედრო აეროდრომს

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ყირიმში დაარტყეს რუსეთის სამხედრო აეროდრომს

ამ რაიონში აფეთქებები 30 ივნისიდან 1 ივლისის ღამით იყო.

1 ივლისს დღისით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დრონებით „წარმატებით დაარტყეს“ აეროდრომის ანგარებს და „დადასტურებულია ხუთი მოხვედრა“. წინასწარი მონაცემებით, დარტყმის მომენტში ორ ანგარში იმყოფებოდნენ გამანადგურებლები Су-30 და Су-30СМ.

აეროდრომ „საკისთან“ მასშტაბური ხანძრის შესახებ თანამგზავრულ ფოტოებზე დაყრდნობით 1 ივლისს დილით წერდა ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აეროდრომი ყირიმის საკის რაიონში, დაბა ნოვოფიოდოროვკაში მდებარეობს. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა აეროდრომზე განათავსა 43-ე საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკი.

„საკი“ ადრეც არაერთხელ იყო უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე.

ასევე ნახეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის ქალაქ პენზაში დაარტყა „როსკოსმოსის“ ობიექტს

ასევე ნახეთ

რუსეთის სხვადასხვა უწყება ოქტომბერში მეორე მობილიზაციისთვის ემზადება: “ამ დროისთვის ძალიან დეტალურად არის დამუშავებული საგზაო რუკა”

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 1 ივლისს განაცხადა, რომ აეროდრომ „საკის“ დაარტყეს რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაციის“ ფარგლებში პრეზიდენტ ზელენსკის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტმა უსაფრთხოების სამსახურს 25 ივნისს დაუმტკიცა რუსეთზე „ზემოქმედების 40-დღიანი ოპერაცია“. ზელენსკის თანახმად, ოპერაციის მიზანია აგრესორ სახელმწიფოს ომის დასრულებისკენ უბიძგონ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აეროდრომ „საკიზე“ შეტევის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია. 1 ივლისს დილით გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციის მიხედვით, გასული ღამიდან დილის რვა საათამდე რუსეთის 16 რეგიონში და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 179 უკრაინული დრონი.

ასევე ნახეთ

ხერსონი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე - უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად

ასევე ნახეთ

ომის სუნი - ხუთი დღე უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის ძალები ამ გაზაფხულიდან ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის რეგიონებში ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.

უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემის დაზიანება და მისთვის ომის გაგრძელების შესაძლებლობების შეზღუდვა.

ასევე ნახეთ

პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

ასევე ნახეთ

“ანკორიჯის აორთქლებული სულისკვეთება” - რას ელოდა და რას იღებს რუსეთის პრეზიდენტი

← მთავარი