← მთავარი
მსოფლიო

NYT: რუსეთისა და უკრაინის ჯარისკაცების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა

2 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
NYT: რუსეთისა და უკრაინის ჯარისკაცების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა

რუსეთისა და უკრაინის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების ჯამურმა დანაკარგებმა ორ მილიონს გადააჭარბა, ნათქვამია The New York Times-ში 1 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის თანახმად, რუსეთის დანაკარგები დაახლოებით 1,4 მილიონს შეადგენს, ხოლო უკრაინული დანაკარგები 525 000-დან 625 000-მდე მერყეობს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მაღალი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი წინსვლის შენელების წინაშე დგას, ხოლო უკრაინულ თავდასხმებს, მათ შორის დრონების გამოყენებას, საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს.

The New York Times-ის თანახმად, 2026 წელს რუსეთი ყოველთვიურად 30 000-34 000 ჯარისკაცს კარგავს, რაც უკვე აღემატება კონტრაქტით დაქირავებული ახალი ჯარისკაცების რაოდენობას. ამასთან, გაზაფხულზე, 2024 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დაიწყო უფრო მეტი ტერიტორიის დაკარგვა, ვიდრე ხელში ჩაგდება.

მოსკოვიც და კიევიც ოფიციალურად არ ავრცელებენ საკუთარ მსხვერპლთა მაჩვენებლებს და ყურადღებას ამახვილებენ მეორე მხარის დანაკარგებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ბოლოს განაცხადა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღეს, 2022 წლის 21 სექტემბერს.

ასევე ნახეთ

რუსეთის სხვადასხვა უწყება ოქტომბერში მეორე მობილიზაციისთვის ემზადება: “ამ დროისთვის ძალიან დეტალურად არის დამუშავებული საგზაო რუკა”

← მთავარი