← მთავარი
მსოფლიო

ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას

15 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge · ambebi.ge
ირაკლი კობახიძე: მივესალმებით აშშ-ისა და ირანის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას

“მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას”, — ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა. მისი განმარტებით, კვლავ იმედოვნებენ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საფუძველს ჩაუყრის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას. “ჩვენ მივესალმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ მედიაციურ ძალისხმევას, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ურთიერთგაგების მისაღწევად საჭირო პირობების შექმნას. ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საფუძველს ჩაუყრის ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასა და კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებას”, — დაწერა კობახიძემ. ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმება მიღწეულია, გილოცავთ ყველას! შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ირანულმა სახელმწიფო მედიასაშუალებებმა განაცხადეს. ირანთან დაკავშირებული მედიის მიერ გავრცელებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მიხედვით, შეთანხმება მოიცავს ირანის ვალდებულებას, — კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს.

← მთავარი