← მთავარი
მსოფლიო

EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს

2 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს

სომხეთისთვის დახმარების ზომების ფარგლებში, ევროკავშირი ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2 ივლისს ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Bloomberg-ის ცნობით, გადასახადები არ გავრცელდება ევროკავშირში ახალი ხილისა და ბოსტნეულის, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტზე.

გარდა ამისა, ევროკავშირი სომხეთს 52 მილიონ ევროს გამოუყოფს და ქვეყანაში ექსპერტებს გაგზავნის, რათა ხელი შეუწყონ სომხური პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის გაფართოებას.

სომხეთის დახმარების ამ ზომებს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ევროპარლამენტის დამტკიცება.

ივნისის შუა რიცხვებში, Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის გეგმების შესახებ, გაათავისუფლოს სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის გადასახადებისგან. გამოცემის მიერ გამოკითხულმა ექსპერტებმა იმ დროს აღნიშნეს, რომ სომხეთს შეიძლება სირთულეები შეექმნას მალფუჭებადი საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, რადგან მას ზღვაზე პირდაპირი წვდომა არ აქვს.

← მთავარი