ევროკავშირი სომხეთს უმზადებს შეღავათებს რუსეთის მიერ სომხური პროდუქციის აკრძალვის გამო - FT
ბატრაკოვი, რომელიც პსჟ-ში ვერ გადავიდა, თავისზე 10 წლით უფროს ქალზე დაქორწინდა10:05/17-06-2026+-მოსკოვის „ლოკომოტივისა“ და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი ალექსეი ბატრაკოვი, რომელიც ახლახან გახდა 21 წლის და რომლის პსჟ-ში ტრანსფერი არ შედგა, ყოფილ მცველზე, ირინა პოდშიბიაკინაზე დაქორწინდა.
„ჩვენი დღე, ჩვენი ისტორია“, - წერს წყვილი სოციალურ ქსელში.
ბატრაკოვმა განაცხადა, რომ მის მეუღლეს უფრო მდიდარი საფეხბურთო გამოცდილება აქვს, რადგან მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.
პოდშიბიაკინამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. მან რუსეთის ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა. ის ალექსეიზე 10 წლით უფროსია და ამბობს, რომ ასაკში საკმაო სხვაობის გამო უხერხულობას არ გრძნობენ.
მწერალმა ანდრეი მერკინმა პოსტი გამოაქვეყნა: „Mésalliance (არათანაბარი ქორწინება). ბატრაკოვი და პოდშიაბიკინა“.
(0) / (1)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ