„გვსურს, უკრაინამ საკუთარი თავი დაიცვას” — ჰეგსეთი სინგაპურის თავდაცვის სამიტიდან
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, და ვიპოვით გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი დახმარება შეგვიძლია”, — განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, აზიის უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან.
ჰეგსეთის თქმით, ამერიკა იქ ეხმარება, სადაც შეუძლია, ხოლო ევროპის ინვესტიციებიც გაიზარდა. „სადაც შეგვიძლია, რომ ევროპას მეტის გაკეთების შესაძლებლობა მივცეთ, ამას ვაკეთებთ. თუ დახარჯული თანხების ოდენობას დააკვირდებით, ნახავთ, რომ ევროპამ თავისი ძალისხმევა გააძლიერა და უკრაინა ამ პროცესში ისევე ეფექტურია, თუ უფრო მეტად არა.”
თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ამერიკის ინვესტიციებზე. „პრეზიდენტ ტრამპის 2027 წლის ბიუჯეტში 56 მილიარდი დოლარია გამოყოფილი უპილოტო სფეროში უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებიდან — ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ თანაბარ დონეზე ვიყოთ, არამედ ამ მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოები გავხდეთ”, — განაცხადა ჰეგსეთმა.