ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე „რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სომხეთის მიმდინარე კურსი „კონკრეტულ ქმედებებამდე მიგვიყვანს, რომლებიც რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოა”.
„ეს მხოლოდ კიდევ ერთი მაგალითია ოფიციალური ერევნის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების კონკრეტული ნაბიჯებისა. პრაქტიკაში ეს ნაბიჯები რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს,” — განაცხადა ზახაროვამ.
განცხადება გაკეთდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტის ფონზე. სწორედ ამ ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ამერიკა-სომხეთის „TRIPP” შეთანხმებას, რომელიც, რუბიოს სიტყვებით, „სომხეთის სტრატეგიულ პოზიციაში რევოლუციის” მოხდენის პოტენციალს შეიცავს.
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი 3-დან 6 ივნისამდე გრძელდება.